21:36 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 10:31:38, 943 ნახვა

რეგიონი
30 მაისს, აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება

30 მაისს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე სასტუმრო ,,შერატონი’’-ს საკონფერენციო დარბაზ – “Camellia“-ში აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების ფორუმის მიზანი არის რეგიონში არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა. სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცემათ.

ფორუმზე წარმოგენილი იქნება რეგიონში ოპერირებადი წამყვანი კომპანიები შემდეგი სფეროებიდან: დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა და დისტრიბუცია; მშენებლობა; სასტუმროები, რესტორნები და სამორინეები; ფინანსები და დაზღვევა; ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და კავშირგაბმულობა; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება; განათლება. კომპანიების წარმომადგენლები, სამუშაოს მაძიებლებს მიაწოდებენ ინფორმაციას მათი საქმიანობის, სამუშაო გარემოს, არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ.

➡ დეტალური ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.forum.hrajara.gov.ge

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics