|
2019-05-22 11:06:24, 984 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი არის ის, რა რეიტინგიც დადო ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“
„ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი რა არის იცით? რა რეიტინგიც დადო ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსთავი-2-ის თოქშოუ „არჩევანის“ ეთერში. მისი თქმით, გამორიცხულია, რეიტინგი იყოს ისეთი, როგორც წლების წინ . „რეიტინგი შეიძლება ბიძინა ივანიშვილსაც ცოტა ნაკლები ჰქონდეს, მის წინააღმდეგ თქვენი ექვსწლიანი მუშაობის ფონზე. ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ კამპანიის მთავარი ღერძი ეს ადამიანია? ადამიანი, რომელმაც 3 მლრდ დოლარი დახარჯა ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაში, დანარჩენს რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მის პრემიერობას და ა.შ. ამ ადამიანის გაშავებაზე მუშაობთ 6 წელია და მაინც ვერაფერი მოუხერხეთ და ახლა ყალბი კვლევებით და ილუზიებით გინდათ ეს გააკეთოთ. ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს, რას აკეთებს რეალურად და რა გვაქვს პარალელურ რეალობაში?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეტებული. „მაგალითად, 3-ჯერ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს გაკეთებული 6 წლის განმავლობაში, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას 9 წლის განმავლობაში. მაგრამ, ამას არ გააშუქებთ, ამის ინტერესი არ არსებობს. პოზიტიური ნიუსი საღამოს ეთერში 50-ე წუთზეა და ასეთი ყალბი კვლევები პირველ ნიუსად გამოდის. 2012 წლამდე მთელი მედიასივრცე მონოპოლიზებული იყო ნაცმოძრაობის მიერ და ყველაფერი კარგად იყო და ეხლა თურმე ყველაფერი ცუდად არის. ობიექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ კარგზე კარგი თქვა და ცუდზე ცუდი“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა. მამუკა მდინარაძე, არჩევნების მოსყიდვის და დაშინების პირობებში ჩატარებას უარყოფს და ამბობს, რომ საჩივრები ძირითადად ზუგდიდში დაიწერა, ისიც პროცედურულ დარღვევებზე. „ჯილდოც დააწესეთ იმაზე, რომ ვიღაცას რაღაცა დაებრალებინა ჩვენთვის და რამდენი ათასი ლარის გაღება მოგიწიათ?“, - იკითხა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
(NS)
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)