|
2019-05-21 16:41:11, 978 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - სანამ გვაქვს ოკუპაციისა და სიღარიბის პრობლემა, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა თქვას, რომ ბოლომდე წარმატებულია
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერც ერთმახელისუფლება, ვერ უნდა მისცეს თავსიმის უფლება, რომ თქვას, რომ ის არისბოლომდე წარმატებული, სანამსაქართველოში ჩვენ გვაქვს ორიგადაუჭრელი მტკივნეული პრობლემა - ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზეობიექტური შეფასების კრიტერიუმიარის არჩევნები, რომელიც რამდენიმედღის წინ იყო, სადაც სახელისუფლებოგუნდისადმი ნდობამ 60 პროცენტიშეადგინა. „მე არ მქონდა საშუალება, რომგავცნობოდი ამ კვლევას, მაგრამ მემინდა დავაფიქსირო პოზიცია, რომელიც ნებისმიერ საქართველოსმოქალაქეს აქვს - როდესაც ჩვენვსაუბრობთ ხელისუფლებისწარმატებაზე, საქართველოში ვერცერთმა ხელისუფლება, ვერ უნდა მისცესთავს იმის უფლება, რომ თქვას, რომ ისარის ბოლომდე წარმატებული, სანამსაქართველოში ჩვენ გვაქვს ორიგადაუჭრელი მტკივნეული პრობლემა - ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. აქედან გამომდინარე, მე, როგორცრიგითი მოქალაქე, მხოლოდ იმშემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებასქვეყანაში არსებულ სიტუაციას, როცაერთი გამოწვევაც დაძლეული იქნებადა მეორეც. რაც შეეხება ზოგადად,ნდობის საკითხს, იმ ვექტორს, რავექტორითაც ჩვენ ვავითარებთსაქართველოს, ამას არ სჭირდებამხოლოდ სოციალური კვლევები. ყველაზე კარგი, გამჭვირვალე დაობიექტური კრიტერიუმი არისარჩევნები, რომლიც რამდენიმე დღისწინ იყო რამდენიმე რეგიონში და ყველამკარგად დავინახეთ შედეგი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას გააზრებული აქვსყველა ის პრობლემა, რომელიც დგასსაზოგადოების წინაშე დგას და ესპრობლემები ერთობლივიძალისხმევით გადაწყდება. „მე მსურს,საზოგადოებასნდობისთვის კიდევ ერთხელ მადლობაგადავუხადო. ჩვენ კარგად გვესმის, რომბევრი პრობლემაა დაგროვილი. ამავედროს ვპირდებით საზოგადოებას, რომის გზები, რომელიც ჩვენწარმოგვიდგენია ამ პრობლებისგადასაჭრელად, ამას აუცილებლადმივიყვანთ ბოლომდე. არჩევნებიგვქონდა ორი დღის წინ. საერთო ჯამში, ჩვენი პოლიტიკური გუნდისადმინდობამ შეადგინა 60 პროცენტი. ასეთმათემატიკურ საკითხებზე არ უნდავდაობდეთ. ორი დღის წინსაქართველოში იყო არჩევნები, რომელმაც აჩვენა, რომ „ქართულიოცნების" პოლიტიკურ გუნდსმოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილიუჭერს მხარს. ჩვენ ამავე დროსგააზრებული გვაქვს ყველა ისპრობლემა, რომელიც დგასსაზოგადოების წინაშე. გააზრებულიგვაქვს ის გზები, როგორ უნდა იქნასდაძლეული ეს პრობლემები.საზოგადოებამ კიდევ ერთხელგამოგვიცხადა ნდობა, გამოუცხადანდობა ჩვენს კანდიდატებს და ამპრობლემებს ერთობლივიძალისხმევით მოვაგვარებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)