|
2019-05-21 13:13:51, 1426 ნახვა
სამართალი
თბილისში 23 640 ლარის ღირებულების Massimo Dutti-ის ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ თბილისში, 23 640 ლარის ღირებულების კონტრაფაქციული საქონელი გამოვლინდა. კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში „Massimo Dutti“-ის წარმომადგენლის წერილობითი მიმართავის საფუძველზე, უწყების თანამშრომლებმა დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც, 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს. კერძოდ, ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელდა ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვის დროს 11 970 ლარის ღირებულების საქონელზე არ იქნა გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი და არ გამოიწერა ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადები. შესაბამისად, მეწარმეს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია. ამასთანავე, ინვენტარიზაციის პროცედურის დროს ობიექტში ფაქტობრივად აღირიცხა 23 640 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც საქართველოში „Massimo Dutti“-ის წარმომადგენლის დასკვნის საფუძველზე, აღმოჩნდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი კონტრაფაქციული საქონელი ამოღებული იქნა სამოქალაქო ბრუნვიდან, ხოლო, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)