2015-06-29 14:29:30, 343 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში, შესაძლოა, ლიბერალების ახალი ფრაქცია შეიქმნას
პარლამენტში, რიგგარეშე სხდომების დასრულებამდე, შესაძლოა, ახალი ფრაქცია „ლიბერალ დემოკრატები“ შეიქმნას.
პარლამენტში გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული წევრებითაც დაკომპლექტდება.
აღნიშნული ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან: გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ასევე, ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების" წევრები, კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი.
ამასთან, საშემოდგომოდ იგეგმება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან