|
2019-05-19 15:51:08, 1339 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - იმისთვის, რაც აქ ხდება, ზუგდიდელებმა „ოცნებას“ სერიოზული სილა უნდა გააწნან
„ადგილი აქვს ხელიდან ხელში ფულის გადაცემას, ამომრჩეველზე ზეწოლას, წნეხს - ზუგდიდელებმა ამისთვის „ქართულ ოცნებას“ სერიოზული სილა უნდა გააწნან“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო პროცესი დემოკრატიულობისგან შორს არის. „ეს არის „ქართული ოცნების“ სტანდარტი, რითაც მოქმედებენ საარჩევნო პროცესში. დემოკრატიულობისგან ძალიან შორს არის ყველაფერი. შეაფასეთ რა ხდება საარჩევნო უბნების წინ, რა მდგომარეობაა. რომელიმე ევროპული ქვეყანა წარმოგიდგენიათ, რომ ესეთი ამბავი იყოს საარჩევნო უბნებთან? ხელიდან ხელში ფულის გადაცემა, ამომრჩეველზე ზეწოლა, წნეხი. ყველაფერი არის ზუგდიდელების ხელში, რომ სერიოზული სილა გააწნან ამის გამო „ქართულ ოცნებას“. მთავარი რაც შეინიშნება, არის ხელოვნური მანიპულირება ციფრების. მაგალითად 200-ით გაზარდეს მე-16 უბანზე, ვითომ შემთხვევით შეეშალათ. როგორც ჩანს, ეს არის ხრიკი, რათა ენახათ ჩვენი შტაბი შეამჩნევდა თუ არა ამ ყველაფერს. ჩვენ რომ ეს ვერ შეგვემჩნია ალბათ სხვა უბნებზეც ვნახავდით ხელოვნურად გაზრდილ ამომრჩეველთა რაოდენობას. მთავარია, ბევრი რეალური ამომრჩეველი მოვიდეს და არ იყოს ხელოვნური მონაწილეობა“, - განაცხადა ვაშაძემ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, სადაც პარტიის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგნლები „დესტრუქციულ გეგმაზე“ საუბრობენ, ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ასეთი ქმედებებისთვის თავად ემზადება. „მგონი ამისთვის თვითონ ემზადებიან, იმიტომ რომ დაგეგმილი აქვთ უბნების ჩაშლა. ჩემი ინფორმაციით, გარკვეულ უბნებს ისინი კატასტროფულად აგებენ, მაგალითად ანაკლიაში და სხვაგან, ამიტომ ფიქრობენ, ჩაშალონ ეს უბნები ისევე, როგორც გააკეთეს 2016-ში.საუბარი არის ზედმეტი იმაზე, თუ ვინ არის რეალურად ამრევი და დესტაბილიზატორი“, - გამაცხადა გიორგი ვაშაძემ.
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)