02:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 12:05:40, 1039 ნახვა

პოლიტიკა
ფიზიკური დაპირისპირება სოფელ კოკში - დაკავებულია ერთი პირი

ზუგიდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, 97-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ საჩივარი შეცდომით შეავსო. აღნიშნული ფაქტი ოპოზიციის წარმომადგენებმა გააპროტესტეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ კოკში ადმინისტრაციული წესით დააკავა ერთი პირი, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც შემდგომ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, საარჩევნო უბანზე ვითარება მშვიდი იყო, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების გამოჩენის შემდეგ ვითარება დაიძაბა.

ხაბეიშვილის მტკიცებით, ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი მათ მოსვლამდეც იყო მობილიზებული.

„მე რომ მოვედი პოლიცია უკვე იყო. შეცდომით დაწერეს საჩივარი, გამოაგდეს ჩვენი წარმომადგენელი, რა არის ტყუილი. გვაქვს ვიდეო, სადაც ქალბატონი ადასტურებს რომ შემეშალა და ახსნა განმარტება დავწერეო“, -განაცადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics