00:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 11:01:06, 753 ნახვა

რეგიონი
ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტი - ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაურია [LIVE]

ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაურია.

თვითმხილველების მტკიცებით, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 06:00 საათიდან ავტომობილი დგას, საიდანაც ამომრჩევლებს ფულს ურიგებენ.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ავტომობილში მყოფებს აგრეთვე კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი სიები აქვთ.

კიდევ ერთი თვითმხილველი, რომელიც ფულის გადაცემის შესაძლო ფაქტს შეესწრო და ამსახველი ვიდეო მასალაც გადაიღო, ამბობს, რომ ავტომობილში მყოფები თავს იმართლებდნენ. კერძოდ, მათ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა ფულს აძლევენ ამომრჩევლებს, აღნიშნეს, რომ მოქალაქეების ვალი ჰქონდათ.

ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავას იმყოფება. გარდა ამისა, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული. სამართალდამცველები თვითმხილველს კითხავენ. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics