02:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 10:57:17, 942 ნახვა

პოლიტიკა
შავგულიძე: დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელები სწორ არჩევანს გააკეთებენ

მივმართავ, მთაწმინდელებს არ დავრჩეთ სახლში, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, დარწმუნებელია, მთაწმინდელები სწორ არჩევანს გააკეთებენ.

„არჩევნების დღე არის ის მომენტი, როცა კონსტიტუციური დებულება, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია, უშუალო და პირდაპირ მოქმედებაშია, ვინაიდან ამ დღეს ხალხი ირჩევს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს. დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობასა და სიღარიბეს, თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციას და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის. მივმართავ, მთაწმინდელებს არ დავრჩეთ სახლში, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი“, - აღნიშნა შალვა შავგლიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics