02:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 15:13:08, 1006 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - თუ ივანიშვილი მოიპარავს არჩევნებს, საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოვცხადოთ

 „თუ არჩევნებს ის (ბიძინა ივანიშვილი) რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებს ან მოიპარავს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, ენმ-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს არჩევნები პრაკქიტულად მოგებული აქვს.

ეს არჩევნები სანდრას აქვს მოგებული. ისევე როგორც მე ვიცნობ საარჩევნო ვითარებას ხულოში, ზესტაფონში, მთაწმინდაზე, მარნეულში და ყველგან მთავრობას აქვს წაგებული. ან თქვენ აღიარებთ დამარცხებას და შეეგუებით იმას, რომ შენ არ გაქვს აბსოლუტური კონტროლი, ეს არ არის შენი დუქანი საქართველო, ეს არ არის შენი პირადი საკუთრება, რომ იქ სხვა ვერავინ გაჭაჭანდება, ბაყბაყდევს, რომ აქვს თავის გარემოში, რომ ადამიანი არ უნდა გაჭაჭანდეს, ანდა ჩვენ ყველანი უნდა დავმობილიზირდეთ. ეს აღარ არის შარშანდელი ნოემბერი, მე ამას არ გავატარებ. მე მიხეილ სააკაშვილი, ამას არ გავატარებ. თუ ეს ამ არჩევნებს ის რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებს ან მოიპარავს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით. მაშინ ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში გაუქმებულია. ჩავერთვები ორგანიზაციაში, მას შემდეგ, რაც თქვენ ამ არჩევნებს მოიპარავთ და რა თქმა უნდა მე დავაჩქარებ და მოვამზადებ ჩემს სწრაფ ჩართვას ადგილზე საქართველოში ამ პროცესებში. ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი და მე წავალ ბოლომდე. საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი დრო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics