|
2019-05-18 13:11:52, 1568 ნახვა
ეკონომიკა
კურორტ გოდერძიზე 19 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს
კურორტ გოდერძზე 19 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 150 მილიონი ლარს შეადგენს. პროექტები 1000 ადამიანის დასაქმებას და კურორტზე დამატებით 1300 განთავსების ადგილის გაჩენას ითვალისწინებს. გოდერძზე მიმდინარე პროექტებს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო. კურორტზე ახალი სათხილამურო ტრასის და საბაგირო გზის მოწყობაა დაგეგმილი. ასევე სოფელ თაგოში არსებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. მიმდინარეობს „მწვანე ტბის" განვითარების პროექტი. ტენდერით უკვე შერჩეულია მშენებელი კომპანია, რომელიც მწვანე ტბის კეთილმოწყობას განახორციელებს. დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც გაზსადენი შუახევიდან გოდერძი-მდე, 54 კმ-ზე გაივლის. პროექტი დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 124%-ით არის გაზრდილი. წელს ხულოს ცენტრთან ახლოს მდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის დეტალური კვლევა და ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადება იწყება. მარკირების პროექტების ფარგლებში ტურისტულად საინტერესო ადგილების ინვენტარიზაცია, ძეგლების, ძველი არქიტექტურისა და ისტორიული ადგილების, ჩანჩქერების, საპიკნიკე-საკარვე ადგილების, საოჯახო სასტუმრო სახლების შესწავლა, დასურათება და ტურისტულ რუკებზე დატანა მოხდება.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)