01:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 12:33:05, 994 ნახვა

პოლიტიკა
ესტონელი მინისტრი: მრცხვენია ევროკავშირის სახელით, რომ საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ვერ შევძელით

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციის (LMC) ღია დისკუსიაში მონაწილეობა ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ურსულა ფონ დერ ლეიერნთან ერთად მიიღო.

კონფერენცია ცნობილი ესტონელი მწერლის, რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ლენარტ მერის სახელს ატარებს, რომელიც 1992—2001 წლებში ესტონეთის პრეზიდენტი იყო.

ღია დისკუსიას "ერთი წარსული - ბევრი მომავალი" მოდერაციას ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი უწევდა.

"მე, პირადად ძალიან მრცხვენია ევროკავშირის სახელით, რომ ვერ შევძელით საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, მაგრამ ეს პერსპექტივა ჩვენთვის ძალიან ნათელია", - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკიმ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე,  რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი, ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამოდიოდა.

კონფერენციაში მომხსენებლებად მონაწილეობდნენ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics