08:16 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 14:08:26, 1055 ნახვა

საზოგადოება
დირექციასთან მოლაპარაკება ვერ შედგა - რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაფიცვას განაგრძობენ

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაფიცვას განაგრძობენ.

ადმინისტრაცია მათ სამუშაო საათების შემცირებას იგივე ხელფასის პირობებში  შეჰპირდა,  თუმცა გაფიცულების აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არაა და დამატებით, ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ.

„შემოთავაზება შედგა, რომ იყოს 4 ცვლა, რა ხელფასსაც ვიღებთ სამ ცვლაში, იგივე დარჩება, ასეთი შემოთავაზებაა. ჩვენ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, არ ვართ თანახმა. ჩვენ გვინდა 50%-ით მომატება და 4-ცვლიანის გაკეთება. ახლა ჩვენ დავილაპარაკებთ, ფოლადსადნობს გასცემენ პასუხს ორშაბათს, ჩვენ არ ვიშლებით. სანამ ყველა ცეხის, ფოლადსადნობი იქნება ეს თუ სხვადასხვა ცეხები, სანამ სრულად არ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ჩვენ არ დავიშლებით“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, გიორგი ტყემალაძემ.

მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქიძე აცხადებს, რომ ცვლების შემცირების შედეგად საათობრივი ანაზღაურება და შესაბამისად, ხელფასიც გაიზარდა.

„წინადადება ძირითადად ეხება, სამუშაო საათების შემცირებას ისე, რომ ხელფასის შემცირება არ მომხდარიყო, რაზეც ჩვენ დავეთანხმეთ. საათობრივ ანაზღაურებაში რომ გადათვალო ხელფასის ზრდა მოხდა. ის, რაც მათი მოთხოვნა იყო, ეს მოთხოვნა შესრულდა“, - განაცხადა არჩილ მელიქიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics