|
2019-05-16 16:53:38, 1517 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველოსთვის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ასტანის ეკონომიკური ფორუმის დღის წესრიგი და მისი მსვლელობისას განხილული აქტუალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის ცენტრალური დერეფნის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულტანში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოხსენებით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია და სურვილი, რომ გახდეს ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ფინანსებზე წვდომის, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი. ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქცენტები, რომლებზეც ფორუმზე სიტყვით გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა, ძალიან დიდ სინერგიაშია იმ აქცენტებთან, რომელიც ზოგადად კეთდება ფორუმის სხვა გამომსვლელთა მიერ და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს ასახავს. „ყველამ გააკეთა აქცენტი განათლების მნიშვნელობაზე. კარგია, რომ ჩვენ, საქართველო, ერთი ნაბიჯით წინ ვართ. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ განათლების მნიშვნელობაზე, არამედ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული ამასთან დაკავშირებით, რაც წარვადგინეთ კიდეც დღეს“, - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა ფორუმზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოყვანილ სტატისტიკაზე, რომლის თანახმადაც, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 70 პროცენტი რეცესიაშია და ტემპები კლებულობს იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე საუბრობს. „ამ ფონზე, მით უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მიღწევა მაღალი დინამიკური ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)