00:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 09:48:42, 895 ნახვა

რეგიონი
შუახევში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

დღეს შუახევში  საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

წელს საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება.

შუახევის საზოგადოებრივი ცენტრი მუნიციპალიტეტის 10 სოფლის 6 000-მდე მოქალაქეს ყველა იმ საჯარო სერვისით მოემსახურება, რომლის მიღებაც  იუსტიციის სახლებში არის შესაძლებელი.

საზოგადოებრივ ცენტრში საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო „სკაიპის" ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის სტუმრებიც ისარგებლებენ.

 ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.

 საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, შუახევის ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics