|
2019-05-15 13:45:15, 1544 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: 2018 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა
2018 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 17 პირის მიმართ, - ამის შესახებ პროკურატური ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების ეფექტიანი გამოძიება. "საქართველოს პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სამმართველომ 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 5 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო 6 ფიზიკური პირის და 1 იურიდიული პირის მიმართ. „საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე ყადაღა იქნა დადებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ შემდეგ ქონებაზე: 2018 წელს - 17 522 495 ევრო, 21 183 776 აშშ დოლარი, 16 629 ლარი, 142 834 ფუნტ სტერლინგი და 6 357 835.91 აშშ დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები (დაახლოებით 125 000 000 ლარი); რაც შეეხება ჩამორთმეული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებების ოდენობას: 2018 წელს - 1 საცხოვრებელი ბინა, 7 ავტომანქანა, 690 000 ლარი, 199 975 ფრანკი, 37 899 აშშ დოლარი“,- ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ანგარიშში.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)