|
2019-05-14 14:07:46, 1518 ნახვა
ეკონომიკა
თბილისს 50 ერთეული MAN-ის მარკის ახალი ავტობუსი მოემსახურება
კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-მა 50 ერთეული MAN-ის მარკის, ახალი 10-მეტრიანი ავტობუსები გადასცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. ავტობუსები მოსახლეობას თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინეს. 2018 წლის ივლისში თბილისის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც თეგეტა მოტორსის შვილობილმა კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-მა გაიმარჯვა. კომპანია გახლავთ „Man Truck and Bus AG“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. „MAN Truck and Bus AG“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახლავთ მსოფლიო ბაზარზე და მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები. „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დედაქალაქს ჯამში შეემატება 90 ერთეული, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ახალი „MAN Lion's City A47“ ავტობუსი. ახალი, მწვანე ავტობუსები გათვლილია 82 მგზავრზე, ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, მათთვის სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და ავტობუსს გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსებს გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე USB-დამტენები. აღნიშნული ავტობუსები შეესაბამება უსაფრთხოების უახლეს ევროპულ სტანდარტებს. MAN Lion’s City M ტიპის ავტობუსები, სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გარდა, გამოირჩევა სამი ექსტრაგანიერი უსაფეხურო ასასვლელის მქონე კარით და დაბალი იატაკით. კარის ასეთი კონცეფცია გაჩერებებზე დაყოვნების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს და თბილისის ქუჩების განტვირთვაში შეიტანს წვლილს. თეგეტა თრაქ & ბასი დაარსდა 2006 წელს, კომპანია სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში. დღეისათვის თეგეტა თრაქ & ბასი ასევე გახლავთ მძიმე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში, როგორებიცაა SCHMITZ CARGOBULL, Meiller Kipper, CIFA და სხვა.
(R)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)