|
2019-05-13 16:27:41, 1639 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სამეგრელოში გაზიფიკაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქტომბერს ესტუმრა და მოსახლეობას გაზიფიკაციის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. მინისტრმა ადგილობრივებს გაზიფიცირების 3-წლიანი სამთავრობო გეგმის დეტალები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან ერთად გააცნო. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, გასული წლის შემოდგომაზე, გაზიფიკაციის წინა ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით სამეგრელოს ვიზიტისას მოსახლეობას რეგიონის სრულ გაზიფიკაციას დაპირდა, რაც წარმატებით შესრულდება. ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზიფიკაციის ამ ეტაპის შემდეგ სამეგრელოს 75 სოფელი თუ დასახლებული პუნქტი მიიღებს ბუნებრივ აირს. „მოსახლეობას დავპირდით, რომ გამოტოვებული, დარჩენილი სოფლები, ახალი დასახლებული პუნქტები, ისეთები, სადაც ისტორიულად არ ყოფილა გაზი - ყველას მოვიცავთ. ახლა ვასრულებთ ამ დანაპირებს. 3-წლიან პერსპექტივაში დაგეგმილი გვაქვს გაზის შეყვანა საქართველოს მასშტაბით 226 სოფელსა თუ დასახლებულ პუნქტში, აქედან 75 სამეგრელოს რეგიონს ეკუთვნის. მათ შორის, ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, წელს, სულ ორიოდე თვეში ვიწყებთ მკვებავი მილსადენების შეყვანას ამ მიმართულებითაც", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, რეგიონების გაზიფიკაცია სიღარიბის დაძლევის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. „რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს!", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)