|
2019-05-13 14:32:57, 1127 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები არასასურველი ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ
ყოფილ პატიმართა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების, №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თეა წულუკიანმა და „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ. „იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია, 48 ათას ლარად ჩვენ მხოლოდ 60 პატიმრისათვის შევძლებთ ტატუს მოშორებას. რეაბილიტაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2013 წლიდან ჩვენ 130 პატიმარს მოვაშორეთ ტატუ, რამაც მათ საშუალება მისცა, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. საგრანტო პროგრამის ფარგლებში „აფხაზეთი“ ყოფილ პატიმარებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს და №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს ტატუს უსასყიდლოდ მოაშორებს, რაც ხელს შეუწყობს მასტიგმატიზებელი ნიშნებისაგან გათავისუფლებას და მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას. ყოფილ პატიმრებს სხეულზე გაკეთებული ნახატები სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ხელს უშლის საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, მათ უჭირთ სამუშაოს მოძიება, არიან ნაკლებად თავდაჯერებულნი, განიცდიან დისკომფორტს. სწორედ ამის გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2013 წლიდან საგრანტო პროგრამის საშუალებით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს ტატუს მოცილების უფასო სერვისს სთავაზობს. ამ ხნის განმავლობაში სერვისით 123-მა ყოფილმა პატიმარმა (65 არასრულწლოვანი, 58 სრულწლოვანი) ისარგებლა. წლევანდელი საგრანტო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა, ბიუჯეტი კი 48 548 ლარს შეადგენს.
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)