|
2019-05-09 18:18:39, 1690 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებს ხვდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკონომიკის დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს საკუთარ ხედვებს, გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს აცნობს. როგორც ნათია თურნავამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შექმნის სიცოცხლისუნარიან და შედეგზე ორიენტირებულ პლატფორმას მეცნიერ-ეკონომისტებთან და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის. „შეხვედრის მიზანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ თითოეული აქ დამსწრე ადამიანის ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ასევე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და პერსპექტივების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მიმაჩნია, რომ ქართველი ეკონომისტების აქტიური ჩართულობა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში ამ პოლიტიკის სრულყოფის გარანტიაა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდის ყველა არსებული რესურსის გააქტიურება სიღარიბის დაძლევისა და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, მისი სტრატეგიული ამოცანაა. შეხვედრაზე მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა დეტალურად ისაუბრეს სამინისტროს მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ტენდენციებსა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლის მიზანსაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. ასევე ყურადღება გამახვილდა გამოწვევებზე, რომლებიც მომდინარეობს საშინაო და საგარეო ფაქტორებიდან. სამინისტროს მხრიდან გაკეთებული პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრა მეცნიერ-ეკონომისტებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივით იმართება და მას ასევე ესწრებიან მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)