13:38 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-09 11:12:31, 1050 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში  უცნობი ჯარისკაცის საფლავი, პრემიერ-მინისტრთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვირგვინით შეამკო.

დედაქალაქის მერმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ კაცობრიობა ფაშიზმისგან სწორედ  მათმა  თავგანწირვამ  იხსნა.

„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ამ დღეს  განსაკუთრებით ვულოცავ ომის ვეტერანებს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს  თავიანთი თავგანწირვისა და გმირობის ფასად კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნეს.  74 წელი გავიდა მას შემდეგ და სამწუხაროა, რომ  ჩვენი ვეტერანები ყოველწლიურად გვაკლდება. მათ,  პირველ რიგში, ჯანმრთელობას,  დიდხანს სიცოცხლესა და სიძლიერეს  ვუსურვებ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში  თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ ბენდი“, თბილისის მერიის  პირველი სახელოვნებო სკოლის ბიჭუნათა კაპელა და თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი მონაწილეობდნენ.

ვაკის პარკში დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერის მოადგილეები, ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები  იმყოფებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics