13:38 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-09 10:43:48, 1191 ნახვა

საზოგადოება
„ოკუპანტი ვერ ამარცხებს ფაშიზმს“ - ვაკის პარკთან „უკვდავი პოლკის“ საწინააღმდეგო 2 კონტრ-აქცია მიმდინარეობს

ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, "უკვდავი პოლკის" მსვლელობის საწინააღმდეგო 2 კონტრ-აქცია მიმდინარეობს. 

ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორი ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობაა". აქცია ლოზუნგით "არ ვიზიარებთ გენოციდს!" მიმდინარეობს. 

როგორც აქციის მონაწილეები "ექსპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებენ, ისინი რუსულ ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან და მოითხოვენ "უკვდავი პოლკის" წევრებმა ვაკის პარკის ტერიტორია დატოვონ.

ამასთან, დემონსტრანტები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისვლას აპირებენ.

"ჩვენი შვილების ნორმალური მომავლისთვის ვიბრძვით, რათა ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ნორმალურ საქართველოში. ვეწინააღმდეგებით რუსულ ოკუპაციას და მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში პრორუსული ძალები არ უნდა დაწინაურდნენ", - აღნიშნა დავით აბდუშელიშვილმა.

კიდევ ერთ კონტრ-აქციას "რუსეთი ოკუპანტია" მართავს. აქციის ლოზუნგია "ოკუპანტი ვერ ამარცხებს ფაშიზმს". ჩვენთან საუბარში აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელი პროსუსული ძალების მსვლელობა იმ ქვეყანაში, სადაც რუსეთი ოკუპანტია.

"რუსეთი ოკუპანტია და აქ ჩვენს ქვეყანაში პრორუსული ძალები არ უნდა აწყობდნენ მსვლელობებს. ისინი პუტინის მხარდამჭერებს ითვლებიან და ვერ უნდა ბედავდნენ აქ დგომას. მე აქ ხელში მიჭირავს თანამედროვეობის უდიდესი გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო. ეს არის დასტური იმისა, თუ როგორი სახე აქვს რუსეთს", - აღნიშნა სოფიო კუჭავამ.

შეგახსენებთ,  რომ მსვლელობის პარალელურად "უკვდავი პოლკის" წევრები ვაკის პარკის შესასვლელთან არიან შეკრებილები. მათგან ერთ-ერთი მონაწილე, საბჭოთა კავშირის სიმბოლიანი დროშის გამოყენებისთვის დააკავეს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics