|
2019-05-07 15:47:23, 1711 ნახვა
სამართალი
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის სამმართველო დატოვა
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის სამმართველო დატოვა. მისი გამოკითხვის პროცესი დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ჟურნალისტების კითხვების გამოკითხვის დარულების შემდეგაც არ უპასუხა. მისი ადვოკატის ლევან მახარაშვილის განცხადებით, დავით ბაგრატიონმა გამოძიების ყველა შეკითხვებს უპასუხა. „მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაცია. უახლოეს თვეებში მოლოდინი გვაქვს, რომ დასრულდება და გამოძიებავე დაადასტურებს, ექსპერტიზის დასკვნის გაანალიზებით, რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე. გაურკვეველია პირველი, ექსპერტიზას რატომ მიმართა 5 დღის შემდეგ, გაურკვეველია, ექსპერტიზის დასკვნა რატომ გახდა საჯარო 5 წლის შემდეგ, ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი არ გახლავთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე, შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ნებისმიერ პირს, შეუძლია მიმართოს ნებისმიერ დროს ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და განაცხადოს, რომ ოდესღაც ის ვიღაცამ დააზიანა“ - განაცხადა ლევან მახარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი უწყებაში ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით იყო დაბარებული.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)