|
2019-05-07 11:13:46, 1742 ნახვა
სამართალი
საქართველოში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია იმყოფება
„საქართველოში ვიზიტით იმყოფება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია“, - ამის შესახებ საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა განაცხადა. როგორც მან განაცხადა, ვიზიტის მიზანია, ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს სასამართლოს საქმიანობის შესახებ. „საქართველოში ვიზიტით იმყოფება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია. ვიზიტის მიზანია, ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს სასამართლოს საქმიანობის შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტიც არის, რომ საზოგადოებას მუდმივად ჰქონდეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვახორციელებთ არაერთ საინფორმაციო კამპანიას და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებას და, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროსთან მათი შეხვედრის თემაც სწორედ ეს არის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჰააგის სასამართლოსთან, მათ შორის, ამ კომპონენტში, რომ მაქსიმალურად კოორდინირებული იყოს ჩვენი საქმიანობა; ჩვენი შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა წრესა თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდებათ, იყოს მაქსიმალურად სასარგებლო − ერთი მხრივ, ინფორმაცია ჰქონდეთ როგორც მთავრობისგან, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ პროცესში და რა ეტაპზეა ჩართული და, მეორე მხრივ, უშუალოდ პირველადი წყაროსგან, ამ შემთხვევაში სასამართლოსგან, რომელიც თვითონ წარმართავს ამ პროცესებს − პერიოდულად მიაწოდოს ხოლმე საზოგადოებას ინფორმაცია“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
(NS)
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)