|
2019-05-06 18:50:39, 2471 ნახვა
მსოფლიო
ბრუნეის სულთანმა კანონი ჰომოსექსუალური კავშირისა და ღალატის გამო ჩაქოლვის შესახებ შეაჩერა
ბრუნეის სულთანმა დიდი საერთაშორისო პროტესტის ფონზე გეი სექსისა და ცოლ-ქმრული ღალატისთვის ქვით ჩაქოლვის კანონზე მორატორიუმი გაახანგძლივა. კანონი ჰომოსექსუალური კავშირისთვის ჩაქოლვით სიკვდილით დასჯას აწესებს. ჩაქოლვით სიკვდილით დაისჯება, ასევე, მეუღლის ღალატში ბრალდებული ადამიანი. ამავე კანონით, ქურდობისთვის ხელების ამპუტაციაა გათვალისწინებული. კანონი ძალაში 3 აპრილიდან შევიდა და ცნობილი ადამიანების აღშფოთება გამოიწვია: ელენ დე ჯენერისმა, ელტონ ჯონმა და ჯორჯ კლუნმა ყველას მოუწოდეს ბრუნეის მფლობელობაში არსებული ყველა სასტუმროსთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. კანონი დაგმო ევროპარლამენტმა. ეს კანონი ბრუნეიში ორი წლის წინ შეიმუშავეს, თუმცა მისი ძალაში შესვლა მაშინაც საერთაშორისო ზეწოლის გამო გადაიდო. ბრუნეის სულთანი მსოფლიო მასშტაბით ფეშენებელური სასტუმროების ქსელს ფლობს.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)