|
2019-05-06 16:42:00, 1686 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: ჩვენ ვართ ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის თვალსაზრისით და ეს მიღწევები აღიარებულია
„საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში და ის მიღწევები, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამ ათი წლის განმავლობაში აჩვენა აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრატისლავაში ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის თქმით, ბრატისლავაში ჩატარებული შეხვედრა და V4+EaP ფორმატი კარგი შესაძლებლობაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავზე ვიმსჯელოთ განვლილი გზის და სამომავალო გეგმების შესახებ. მისივე განცხადებით, ვიშეგრადის სახელმწიფოები მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს, რაც პრაქტიკული თვალსაზრისითაც გამოიხატება. „დღევანდელი შეხვედრის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ 10 წლისთავზე ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს წარმატება აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ვიშეგრადის ქვეყნები გახლავთ ის ქვეყნები ევროკავშირის წვერი სახელმწიფოებიდან, ვინც განსაკუთრებულად, მკაფიოდ აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ ინსტიტუციებში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩვენ მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ერთგვარად არის მოსამზადებელი „აღმოსვალეთ პარტნიორობის მინისტერიალისთვის", გულწრფელად ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რაც საქართველოს აქვს, როგორც ფუნქციური ინტეგრაციის, ისე ხალხთაშორისი კონტაქტების თვალსაზრისით. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს განვლილი გზა, ჩვენ ვართ ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის თვალსაზრისით, არსებული ხელშესახები შედეგები მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მომავალშიც უნდა ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რომელსაც იგრძნობს ქვეყნის თითოეული მოქალაქე და რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ინტეგრაციულ პროცესს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული დოკუმენტი - ROADMAP2EU, იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის მეტი ფუნცქიური და ფიზიკური ინტეგრაციისთვის ევროკავშირში, რაც საქართველოს მოამზადებს მისი საბოლოო მიზნის - ევროკავშირში წევრობისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე „ვიშეგრადის ოთხეულის", „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში, იოჰანეს ჰანმა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდმა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)