16:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 12:16:28, 1165 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები ევროკავშირში აღიარებული და ვალიდური იქნება

საქართველოს ექნება ყველა მექანიზმი, რომ ჩვენ ქვეყანაში გაცემული დიპლომები აღიარებული იყოს ევროკავშირში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის "უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში" გაწევრიანებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი  ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ დავუახლოვდით ჩვენს ევროპულ ოჯახს, ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება „ენკაში“. ეს უდიდესი წარმატებაა და ისტორიული მოვლენაა ჩვენთვის, ჩვენი განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით იმ ახალი ეროვნული იდეის ფონზე, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომ სწორედ განათლება არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნისთვის. რას ნიშნავს ყოველივე ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, ჩვენს უნივერსიტეტებში გაცემული ყველა დიპლომი იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, რომელიც ჩვენ გადავდგით.  რომელიც ჩვენ გადავდგით. მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. ჩემთვის სასიხარულო და საამაყოა, მას შემდეგ, რაც დავაანონსეთ ახალი განათლების რეფორმა, ეროვნული იდეა. ეს უკვე გვაძლევს კონკრეტულ შედეგებს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი გამარჯვება და ამავე დროს, არის დიდი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics