21:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 12:40:29, 1604 ნახვა

სამართალი
სამადაშვილი გახარიას - ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ივანიშვილის შპს, დღეს აქ თქვენი პასუხიმსგებლობის საკითხი დადგებოდა

„ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს ამ დარბაზში თქვენი პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი დადგებოდა“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატმა მინისტრი პანკსის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ადგილზე სპეცრაზმის შეყვანით პოლიციის რეპუტაციას ზიანი მიადგა.

„სიმართლე გითხრათ გაოცებული ვარ თქვენი გამოსვლის ტონით, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ თქვენ საკუთარი, სრულიად არაკომპეტენტური გადაწყვეტილებით, მიგევლინათ პოლიცია პანკისის ხეობაში, ბევრად უფრო დიდი დარტყმა მიაყენეთ ქართული პოლიციის რეპუტაციას და უზარმაზარი წვლილი შეიტანეთ პოლიციისა და კონკრეტული მოქალაქეების ჯგუფებს შორის დაპირისპირების ინსპირირებაში, ვიდრე ვინმემ უკანასკნელი წლების მანძილზე. ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს ამ დარბაზში თქვენი პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი დადგებოდა, კონკრეტულად თქვენი გადადგომის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics