|
2015-06-26 14:36:29, 1373 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში სიძულვილის ნიადაგზე დანაშაული აქტუალურ პრობლემად რჩება
საქართველოში სიძულვილის ნიადაგზე დანაშაული აქტუალურ პრობლემად რჩება. ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშშია ნათქვამი. განცხადებაში განხილულია ქობულეთში მომხდარი ინციდენტი - მშენებარე მუსლიმურ მედრესის კარებზე მოჭრილი ღორის თავის დამაგრება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობა არასაკმარისი ქმედითუნარიანობის გამო გააკრიტიკეს, ამასთან საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა ადამიანის უფლებების სფეროში თომას ჰამარბერგმა, განაცხადა, რომ სიძულვილის დანაშაული მოითხოვს მეტ ყურადღებას და ამიტომაც კვლავაც რჩება აქტუალურ პრობლემად. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქართული ტერიტორიების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივობა, კვლავაც განუვითარებელია, პოლიტიკური პარტიები კი ამ რეგიონებში ოფისებს მხოლოდ არჩევნების პერიოდში ხსნიან. გარდა ამისა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა რეპრეზენტატულობა პარლამენტის აღმასრულებელ შტოში ლიმიტირებულია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა გალში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაზე, კერძოდ, იმ ფაქტზე, რომ მათ არ აქვს განათლების ქართულად მიღების საშუალება და ქართულ უნივერსიტეტში საბუთების შესატანად სახიფათო, არალეგალური გზის გავლა უწევთ. განცხადებაში აღნიშნულია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ახალი ამბების მათ ენაზე მიწოდების დაბალ დონეც, რაც მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე არსებულ დაბრკოლებადაა განხილული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)