17:53 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 21:31:34, 1439 ნახვა

საზოგადოება
დავითიანნმა 17 მაისის კონცერტის შესახებ ბოდიში მოიხადა

მოძრაობა „დავითიანნი“ რომელიც 17 მაისს დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორია, ღონისძიებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს იხდის.

„ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გარცელდა არასწორი ინფორმაცია და კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები რომელთანაც შეთანხმება ბოლომდე არ გვქონდა დასრულებული.

სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ იგი აღარ გადამოწმებულა

შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი.მაინც იგი არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნმა“ თავდაპირველად გაავრცელა განცხადება, რომ 17 მაისს დაგეგმილ კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვები. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics