|
2019-05-01 13:38:02, 2947 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებს 87 მომხრე ჰყავდა. პროექტის წინააღმდეგ 33-მა დეპუტატმა მისცა ხმა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვას ერთი სასესიო დღე დაეთმო. კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კაბინეტს ეკუთვნის, რომლის ინიციატორებიც: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან. კანონპროექტი იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. მან პლენარული სხდომის მიმდინარეობის დროს დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)