14:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 11:35:04, 1482 ნახვა

სამართალი
მეუღლისა და მეუღლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მეუღლისა და მეუღლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უწყების ცნობით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და მეუღლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მუქარაში ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ   2018 წლის 25 აგვისტოს, გ.ჯ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  მეუღლის მამას ს.ს-ს საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა და სახლის სხვადასხვა ადგილას ნავთი მოასხა, შემდეგ კი განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს გ.ს-ს გულმკერდის არეში დანით ერთი, ხოლო მეუღლის მამას ს.ს-ს ორი ჭრილობა მიაყენა. გ.ჯ.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან დაზარალებულებმა ხმაურზე შეკრებილი მეზობლების მეშვეობით გაქცევა მოახერხეს. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ს.ს-ს და გ.ს-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა გ.ჯ. იმავე დღეს ქ.სამტრედიაში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის და ქონების განადგურების მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics