|
2019-04-27 10:59:19, 1550 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ორგანიზებით განხორციელდა. აღნიშნული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ომბუდსმენი, წამების პრევენციის ეროვნული ცენტრისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. დელეგაციის წევრებმა თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს იზოლატორში მოთავსებულ პირთა 24-საათიან სამედიცინო მომსახურებასა და იზოლატორში მომუშავე ექიმების მიერ სტამბოლის ოქმის მიხედვით დაზიანებების დოკუმენტირების მიმართულებებზე. დელეგაციის წევრებმა იზოლატორში ფსიქოლოგის მომსახურების არსებობა მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნიეს. ვიზიტის შეფასებისას, სტუმრებმა აღნიშნეს, რომ იზოლატორში არსებული პირობები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)