2019-04-26 12:48:40, 1416 ნახვა
რეგიონი
გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მთელი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ 80 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ.
„მთის კლდოვან ნაწილზე ტექნიკის გადაადგილება ვერ მოხერხდა, რის გამოც ალტერნატიული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვილმა მეხანძრე-მაშველებმა, რთული რელიეფის მიუხედავად, ცეცხლის ღია კერების ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.
მომხდარის შედეგად, დაიწვა 5 ჰა-ზე მეტ ფართობზე არსებული ხმელი ბალახი და ე.წ. ჯუჯა მცენარეები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,