18:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-26 12:23:50, 1829 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანის საგარეო: მომხრე ვართ, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს, - შესაბამისი განცხადება უწყების პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ გააკეთა.

როგორც აბდულაევამ აღნიშნა, ოფიციალური ბაქო ყოველთვის იყო აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე.

"აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტი 25 კილომეტრის მანზილზეა განლაგებული. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში წყდება, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ პროცედურებს ეფუძნება. მომხრე ვართ იმისა, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია მოხდეს. აზერბაიჯანი მზად არის, აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დაასრულოს", - განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირებსა და მრევლს დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისვლის უფლება მისცეს. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics