2015-06-26 09:34:35, 387 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ ფელონი: ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას გაწევრიანდეს ნატოში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელში ვიზიტის ფარგელბში, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს მაიკლ ფელონს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს.
ორმხრივი შეხვედრის ფორმატში, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, მაიკლ ფელონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას გაწევრიანდეს ნატოში.
მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებიც განიხილეს.
როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაპი მიიღოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან