|
2019-04-25 12:23:52, 1114 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პაატა შანშიაშვილი უხელმძღვანელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნული საბჭო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებაა. „დაცული ტერიტორიების პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება სამინისტროა, თუმცა მმართველობა კომპლექსურია. შესაბამისად, ბევრი სხვადასხვა უწყების ჩართულობა მნიშვნელოვანია. საბჭოს ძირითადი საქმიანობა კონკრეტულ საკითხებზე ანალიტიკური სამუშაოს ჩატარება და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით რეკომენდაციების მომზადებაა. ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებული რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პაატა შანშიაშვილი უხელმძღვანელებს. პაატა შანშიაშვილი დაცული ტერიტორიების საქართველოში მსოფლიო კომისიას (IUCN-WCPA) „ფოკალ ფოინთი“ ხელმძღვანელობს და აშშ-ში დაცული ტერიტორიებთან დაკავშირებული უწყებების საერთაშორისო პროგრამების მრჩეველია. ის უშუალოდ იყო ჩართული დაცული ტერიტორიების საერთაშორისო კატეგორიების სისტემის შემუშავებაში. სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შედიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის, ასევე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს, თბილისის ზოოპარკის, საერთაშორისო ორგანიზაცია „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.
(NS)
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)