19:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 10:51:46, 1193 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკმა“ მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გამართა

 „თიბისი ბანკის“ ინიციატივით მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ბანკის მომხმარებლებმა მაკროეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ძირითადი მაჩვენებლების, დინამიკისა და პროგნოზების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პრეზენტაციას თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია უძღვებოდა.

პრეზენტაციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

·         საერთაშორისო გარემოს ანალიზი საქართველოს მნიშვნელობის გათვალისწინებით;

·         ევროსა და დოლარის შედარებითი რისკიანობის შეფასება;

·         ეკონომიკის ზრდა და ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი;

·         დაკრედიტების ტენდენციები  და პროგნოზი;

·         სხვა აქტუალური საკითხები

 „თიბისი ბანკის“ მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსთვის  მნიშვნელოვანი  საგარეო შემოდინებები 2019 წელს ზომიერად ძლიერი იქნება. საერთაშორისო პროგნოზების შესაბამისად, ამ მხრივ წლის მეორე ნახევარი შედარებით უფრო მეტი აქტიურობით დახასიათდება.    ამასთან, მართალია, დაკრედიტების    მხრივ შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა სოლიდური ფისკალური ხარჯები მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორი იქნება. რაც შეეხება გაცვლით კურსს, საბაზო სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია ლარის გამყარება, განსაკუთრებით აშშ დოლართან მიმართებაში.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მაკროეკონომიკის საკითხებზე მათთვის საინტერესო შეკითხვებზე  მიეღოთ პასუხები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics