20:13 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 17:18:54, 1381 ნახვა

საზოგადოება
სამგორში ახალი სპორტული მოედნები ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე აწარმოებს.

ლილოს დასახლებაში, პირველი მიკრორაიონის N2ბ კორპუსის მიმდებარედ, 460 კვ.მ ფართობზე, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედანი ეწყობა. სამუშაოებს კომპანია „პე ბე“ ასრულებს.

ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ პარკშიც. 920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური პანდუსი მოეწყობა და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნება. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.

სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ აწარმოებს.

ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა ასევე, მიმდინარეობს ვარკეთილის II რიგში, N176 საჯარო სკოლის მიმდებარედ, რომელიც შშმ პირთათვის სრულად ადაპტირდება. 920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაფინანსებით, კომპანია „პარმა“ აწარმოებს.

სამივე სპორტული მოედანი მაისში გაიხსნება. პროექტების განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 450 000 ლარი დაიხარჯება. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics