20:14 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 15:50:02, 1221 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს 75 სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა

ვაკის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს სხვადასხვა მისამართზე 75 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.

ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, განხორციელდა სხვადასხვა სახის სამუშაოები - წყალარინების, სახურავების, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, ასევე, ლიფტების განახლება, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები, საერთო სარგებლობის კიბეებისა და კარის შეკეთება.

„ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას. შესაბამისი პროგრამის არსებობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამხანაგობის საერთო ქონების განახლებაზე ვიზრუნოთ. მიმდინარე წელს უკვე საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა. განაცხადების საფუძველზე და გამგეობის ბიუჯეტის გათვალისწინებით, სხვადასხვა სახის პროექტის დაფინანსება - სახურავების, ლიფტების რეაბილიტაცია, წყალარინების ქსელების განახლება, სართულშუა ნაპრალების ამოვსება და სხვა სახის სამუშაოები გრძელდება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ პროექტების დაფინანსების შედეგად, ამხანაგობები საერთო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას უკვე იყენებენ და დამატებით, სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებენ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები 37 მისამართზე დასრულებულია. კერძოდ, უკვე გამოიცვალა 13 სახურავი, შვიდ მისამართზე დამონტაჟდა ახალი წყალსაწრეტი მილები, წყალარინების შიდა ქსელი სამ მისამართზე განახლდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა ერთ მისამართზე, ლიფტი განახლდა ოთხ მისამართზე, საერთო სარგებლობის კიბის სამი პროექტი დასრულდა, სადარბაზოს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვს მისამართზე განხორციელდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics