20:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 19:09:48, 1253 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი კამპანიას „აჩუქე წიგნი“ შეუერთდა

„აჩუქე წიგნი“ - წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაწყებულ კამპანიას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ შეუერთდა. ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები #2 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ და არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს. 

ქუთაისის #2 დაწესებულებას საჩუქრად გადაეცა შემეცნებით-საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურა. მათ შორისაა როგორც თანამედროვე, ისე კლასიკოსი  ავტორების მოთხრობების მრავალტომეული კრებული, სათავგადასავლო ლიტერატურა და ენციკლოპედია.

ცენტრის დირექტორი ლადო ჯავახიშვილი დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებსაც შეხვდა და წიგნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრა; გარდა ამისა, არასრულწლოვნებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის სერვისების შესახებ. 

ლადო ჯავახიშვილის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მრავალფეროვან და განახლებულ ბიბლიოთეკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის პროცესში, ვინაიდან წიგნი არა მხოლოდ ცოდნისა და ინფორმაციის მიღების, არამედ დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გატარების საუკეთესო საშუალებაა.

კამპანია „აჩუქე წიგნი“ 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ფარგლებში იმართება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics