|
2019-04-23 18:07:10, 1697 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი გოცირიძეს: თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა [ვიდეო]
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მწვავედ იკამათეს. მაჭავარიანმა კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ ისეთი ტყუილები, რაც სხდომაზე რომან გოცირიძემ გააჟღერა, არც ერთი დეპუტატისგან არ მოუსმენია. „ვერც ერთზე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე იტყუებოდა, ინტერპრეტაციები იყო, მაგრამ ესე ღია, პირწმინდა ტყუილები დღეს არც ერთ დეპუტატს არ უთქვამს. ღიად შეგიძლიათ ამ ასაკის კაცს, პირდაპირ მოიტყუოთ და წარბი არ გიტოკავთ“, - მიმართა მაჭავარიანმა გოცირიძეს. საპასუხოდ, გოცირიძემ მინისტრს კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „გაშვებით“ დაემუქრა: „ზიხართ აქ და დემაგოგობთ. გაპასუხებინებთ თუ არა და გაგიშვებთ“. თავის მხრივ მაჭავარიანმა დეპუტატს შემდეგი რეპლიკით მიმართა: „თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა“. რამდენიმე წუთიანი კამათის შემდეგ საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მინისტრს და დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა სხდომა კვლავ კამათი ფონზე გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)