|
2019-04-22 15:30:31, 1071 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ჩიქოვანმა და ენერგოსექტორის წარმომადგენლებმა საქართველოში ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე იმსჯელეს
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია" (GREDA) ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაში. ღონისძიება პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა და მას ასოციაციის წევრების, ენერგეტიკის დარგის ექსპერტების და ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების გარდა ინვესტორი კომპანია „ფერი"-ს აღმასრულებელი დირექტორიც დაესწრო. როგორც გიორგი ჩიქოვანმა აღნიშნა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, თუ რა ხდებოდა საქართველოში უახლოეს წარსულში, როდესაც ის სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე იყო დამოკიდებული. მისი აზრით, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რათა ჰესები არ აშენდეს. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 5-მეგავტიანი ჰესი აბსოლუტურად უსაფრთხოა გარემოსა და მოსახლეობისთვის და ადგილობრივებს ინვესტორ კომპანიასთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა. შეხვედრის მონაწილეთა პოზიცია პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთსულოვანი იყო - ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს განვითარების, პროგრესის ტოლფასია, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის სწრაფი ზრდის ფონზე, როცა ენერგომოხმარება რეგიონებში, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე მატულობს. ამასთან, ენერგეტიკის დარგის ექსპერტების განცხადებით, მათ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია გარემოსთვის ასეთი მცირე ზომის ჰესს. „საუბარი არ უნდა იყოს აშენება-არაშენებაზე. არაშენება და არგაკეთება მხოლოდ მეზობელი ქვეყნების წისქვილზე ასხამს წყალს, პოლიტიკური მოტივაციით არის ნაკარნახევი და, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ჩვენ დღეს უკეთ შენებასა და გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს", - აღნიშნავენ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში.
(NS)
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)