23:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 14:08:32, 1965 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილეებმა დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ - კახა საბანაძემ და მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად, თელავის სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მინისტრის მოადგილეები პირადად დარწმუნდნენ, რომ საავადმყოფოში მოთავსებული სამართალდამცველების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, სამართალდამცველები იმ დროს დაშავდნენ, როდესაც გუშინ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციას თავს დაესხა და მათ ჯოხები და ქვები დაუშინა. ინციდენტის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics