2015-06-25 16:10:28, 321 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი შვედ კოლეგას პეტერ ჰულტქვისტს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი შვედ კოლეგას პეტერ ჰულტქვისტს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს.
როგორც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ევროპისა და ნატოს ქვეყნების ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ორმხრივი შეხვედრის დასასრულს, პეტერ ჰულტქვისტმა ქართველი კოლეგა შვედეთში მიიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან