13:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-20 16:11:43, 1906 ნახვა

სამართალი
ზუგდიდში მოწამლული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

ზუგდიდში მოწამლული 10 ბავშვის თანმხლებ ქალბატონთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ვინაიდან 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 2017 წელს არის დაბადებული, გაჩნდა ეჭვი, რომ საქმე ტრეფიკინგის ნიშნებს შეიცავს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.

სამინისტროს ხელთარსებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. 

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს
ჯანგველაძის საქმეში ორ ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
9 მაისს მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდება
უძილაურას ჯაშუშობაში ბრალდებულების საქმეს, საიდუმლო გრიფი მიენიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics