|
2019-04-20 12:08:57, 1512 ნახვა
საზოგადოება
„მაკდონალდს საქართველო“ გარემოს დაცვის მიზნით, ახალ სტანდარტს ნერგავს
20 აპრილიდან „მაკდონალდს“ საქართველოს ყველა რესტორანში ახალი სტანდარტი ამოქმედდა, რომელიც პლასტმასის საწრუპების გაცემას, მხოლოდ მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში მოიაზრებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოცემული პროექტი პლასტმასის საწრუპების მოხმარების შემცირებას ემსახურება, რაც ერთ-ერთი ნაბიჯია იმ გლობალური მიზნის მისაღწევად, რაც მაკდონალდსმა მსოფლიო მასშტაბით დასახა. კომპანიის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის მაკდონალდსის მთელ სისტემაში არსებული შესაფუთი მასალები დამზადებული იქნება 100%-ით აღდგენადი, გადამუშავებადი ან სერთიფიცირებული ნედლეულის გამოყენებით. „მოხარულები ვართ, რომ მაკდონალდსის გლობალურ ინიციატივას, ევროპის ყველა ქვეყანასთან ერთად, საქართველოც უერთდება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ გაცხადებული გარემოზე ზრუნვის ინიციატივა, ქართველ მომხმარებელშიც პოზიტიურ გამოხმაურებას ჰპოვებს და თითოეული ჩვენგანი შეეცდება დადებითი გავლენა მოახდინოს ეკოლოგიაზე.“ -აცხადებს მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე. „მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს.
(R)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)