2019-04-19 20:25:57, 3565 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 87 მომხრემიიღეს. პროექტის წინააღმდეგ 31-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას ორი სასესიო დღე დაეთმო.
კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კაბინეტს ეკუთვნის, რომლის ინიციატორებიც: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან