|
2019-04-19 18:00:49, 2867 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში მოქალაქეები ინტერნეტით პუტინის ლანძღვის გამო, შესაძლოა, დაისაჯონ
რუსეთში უკვე ერთი თვეა მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ინტერნეტით ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ხელისუფლების შეურაცხყოფა ისჯება. მასობრივი კომუნიკაციების ფედერალური ბიუროს „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელები პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს დახურულ შეხვედრაზე შეხვდნენ. რუსულენოვანი BBC ხუთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დახურულ შეხვედრაზე „როსკომანდზორის“ ხელმძღვანელებმა სცადეს მასმედიის ხელმძღვანელები ამ კანონის „გონივრულობაში“დაერწმუნებინათ . "როგორც დაგვპირდნენ, როსკომანდზორი დაუყოვნებლივ არ დაბლოკავს მედიასაშუალებას, თავდაპირველად გააფრთხილებს მას", - განუცხადა BBC-ს ერთერთმა წყარომ. შეხვედრაზე მასმედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, შეუძლიათ თუ არა პრესაში გამოიყენონ ფრაზები "თაღლითები და ქურდები" , თუ მას პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი „ედინაია რასიას“ მისამართით იყენებს. ეს კითხვა შეხვედრაზე რამდენჯერმეც კი დაისვა, თუმცა შეხვედრის მონაწილეებმა „როსკომანდზორის“ წარმომადგენლებისგან ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ მიიღეს. „როსკომანდზორის“- ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ყოველ ჯერზე აუცილებელია კონტექსტის და გამოყენების ფორმის შემოწმება. კიდევ ერთმა წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ „როსკომანდზორის“ წარმომადგენელმა ამის შესახებ პირადი აზრი გამოხატა და თქვა, რომ ეს ხელისუფლების შეურაცხყოფად შეიძლება ჩაითვალოს მაშინაც კი, თუ პუბლიკაციაში მითითებული იქნება, რომ ეს ნავალინის მოსაზრებაა. გარდა ამისა, მედიასაშუალებების ხელმძღვანელები დაინტერესდნენ, შეუძლიათ თუ არა ჟურნალისტებს ციტატად მოიყვანონ აქციის მონაწილეთა შეძახილები, რომ პუტინი ქურდია. სხდომაზე „როსკომანდზორის“ უფროსის მოადგილე ვადიმ სუბბოტიმ კვლავ გამოთქვა თავისი მოსაზრება ამ საკითხზე: „დიახ, ეს ხელისუფლების შეურაცხყოფაა“. სუბბოტინმა, ამავე დროს აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტებს ასეთ შეფასებას მხოლოდ პროკურატურა აძლევს. „კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირების პოზიცია ასეთია - მაგალითად, არ შეიძლება სახელმწიფო დუმის, როგორც ინსტიტუტის შეურაცხყოფა, მაგრამ შეიძლება ცალკეული დეპუტატების, ხოლო რაც შეეხება პუტინს, ის უნიკალურია, ის ერთდროულად ადამიანიცაა და ხელისუფლების ორგანოც და ხალხის გონებაში ეს განუყოფელია", - აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო. ახალი კანონის ხელისუფლების შეურაცხყოფად ითვლება ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოების, სახელმწიფოს, მისი სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლების ორგანოების მიმართ. მსგავსი მასალის აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველობის ორგანოს „როსკომანდზორს“ (კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) ინფორმაციის წაშლის მოთხოვნით გენპროკურორი ან მისი მოადგილეები მიმართავენ. „როსკომანდზორი“ პროვაიდერს ერთ დღეს აძლევს მასალის წასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკავს მას. ამ კანონის დარღვევა მოქალაქეებისთვის ჯარიმებსა და ადმინისტრაციულ დაკავებას ითვალისწინებს. პირველი დარღვევისთვის მოქალაქეებს 30 ათასიდან 100 ათას რუბლის გადახდა მოუწევთ, მეორე დარღვევისთვის - 100 ათასიდან 200 ათას რუბლამდე, ხოლო მესამე და შემდეგ დარღვევებისთვის ისინი - 200 ათას 300 ათას რუბლს გადაიხდიან. ამასთან, შესაძლოა გამოყენებულ იქნას 15 დღიანი პატიმრობაც.
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)