17:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 16:25:36, 1978 ნახვა

ეკონომიკა
როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი ბიზნეს სისტემა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით,  MCI CONSULTING GROUP-თან პარტნიორობით, მასტერკლასი თემაზე: "როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი ბიზნეს სისტემა" გაიმართება.

სააგენტოს ინფორმაციით, მასტერკლასს გაუძღვება დანიიდან მოწვეულ გაყიდვების მსოფლიო ექსპერტი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად მომსახურების და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში. სამი ათწლეულის განმავლობაში მაიკლ ბენგი ცნობილია იმით, რომ მსოფლიოს გარშემო  „დიდი აფეთქება“ გამოიწვია იმ კომპანიებსა და ბიზნესებში, სადაც ის ლექციებს ატარებდა.მან შეასწავლა და შთააგონა 70,000-ზე მეტ ბიზნეს მფლობელსა და მათ თანამშრომლებს, როგორ გაეუმჯობესებინათ გაყიდვები და მიეღწიათ წარმატებისათვის ბიზნესში, „დაბალი ეკონომიკის“ პირობებშიც. მაიკლ ბენგი ცნობილია მის მიერ შექმნილი საავტორო პროგრამებით, რომლებიც უკავშირდება აქტიურ გაყიდვებს, დროის ეფექტური მართვას და კლიენტთა მომსახურებას. სხვა დანარჩენ ორგანიზაციებთან ერთად, მაიკლს ჩატარებული აქვს ტრენინგები შემდეგ კომპანიებში: BMW, მერსედესი, ტოიოტა, ვოლვო, პანასონიკი, ნესტლე, უნილივერი, ჰეინეკენი და ემვეი.

მასტერკლასის მიზანია, ასწავლოს მსმენელს კაიზენის სისტემაზე დაფუძნებული ისეთი უნიკალური მეთოდები, როგორებიცაა: გაყიდვების მენეჯმენტი; მოლაპარაკებების სისტემები; კლიენტთა მომსახურება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics